Aa
Aa

"ტიანძინის" კიდევ ერთი შეთავაზება ობამეიანგს

ჩინური „ტიანძინ ქუანძინი“ პიერ-ემერიკ ობამეიანგისთვის ბრძოლას აგრძელებს.

იგი მზადაა, რომ გაბონელი ფორვარდის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო თავად ფეხბურთელს წელიწადში ხელფასის სახით 30 მილიონი ევროს სთავაზობს.

აღნიშნული ინფორმაციას გერმანული Bild ავრცელებს და ასევე აღნიშნავს, რომ ბუნდესლიგის გასული წლის ბომბარდირისთვის ბრძოლაში „ტიანძინის“ მთავარი კონკურენტი ფრანგული „პსჟ“ იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ტიანძინ ქუანძინში“ ალეშანდრე პატო და აქსელ ვიტსელი თამაშობენ, ხოლო მისი მთავარი მწვრთნელი ფაბიო კანავაროა.

„ტიანძინი“ ამჟამად ჩინეთის სუპერ ლიგაში მე-6 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები