ბარსელონა
Aa
Aa

ბარსელონა Camp Nou-ს მასშტაბურ რეკონსტრუქციას იწყებს

უახლოეს დღეებში, „ბარსელონა“ საშინაო არენას - „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქციას დაიწყებს. ინფორმაცია „ბლაუგრანას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად გამოაცხადა.

რეკონსტრუქციის ფარგლებში განახლდება სტადიონის ინფრასტრუქტურა, მოეწყობა სხვადასხვა სახის კაფე-ბარები და რესტორნები, გაიზრდება მაყურებელთა ტევადობა და ასევე გადაიხურება ტრიბუნებიც.

სარემონტო სამუშაოების მიუხედავად, კლუბი საშინაო მატჩებს მომდევნო სეზონიდან კვლავ „კამპ ნოუზე“ გამართავს, 2023/24 წლის სეზონიდან კი ლუის კომპანისის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე გადაინაცვლებს, რომლის ტევადობაც 55 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი (თითქმის ორჯერ ნაკლები, ვიდრე კამპ ნოუ).

შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა კლუბმა სასპონსორო ხელშეკრულება კომპანია Spotify-სთან გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში „კამპ ნოუს“ სახელიც გადაერქმევა და ახალი სეზონიდან „Spotify Cump Nou“ ერქმევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გეგმა, რომლის მიხედვითაც ბარსელონა 600 მილიონს იშოვის
გეგმა, რომლის მიხედვითაც ბარსელონა 600 მილიონს იშოვის