Aa
Aa

"არსენალი" ლემარის გაფორმებას ახლოსაა

პოპულარული სააგენტო Goal.com-ის ცნობით, „არსენალსა“ და ტომას ლემარს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

როგორც ირკვევა, ლემარი „არსენალში“ გადასვლაზე თანახმაა და ლონდონელებს ერთადერთ ბარიერად მის კლუბ „მონაკოსთან“ მოლაპარაკება დარჩა, რაც იოლი საქმე ნამდვილად არ იქნება - ლემარს ძალიან ბევრი მსურველი ჰყავს და „მონეგასკები“ ცდილობენ, მათგან ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი ამოაჩიონ.

21 წლის ლემარმა გასულ სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები