Crystalbet ეროვნული ლიგა, თბილისის დინამო, გაგრა, გიორგი ჭიაბრიშვილი
Aa
Aa

ჭიაბრიშვილის წარმატებული დებიუტი - დინამომ გაგრა გაანადგურა

Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში თბილისის „დინამომ“ „გაგრას“ უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა. ეს მატჩი იმით იყო საინტერესო, რომ მასპინძლებს ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი ჰყავთ, რომლის დებიუტიც ასეთი წარმატებული გამოდგა.

პირველი ტაიმი შედარებით მძიმე იყო და მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. ანგარიში 22-ე წუთზე კამარამ თავური დარტყმით გახსნა. აღსანიშნავია, რომ გვინეელი ლეგიონერი ერთ-ერთი ყველაზე ტანდაბალი ფეხბურთელია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. მასპინძლები გაცილებით აქტიურები გახდნენ და 4 უპასუხო გოლი გაიტანეს. 52-ე წუთზე თავი პენალტის ნიშნულიდან მოისწრაფიშვილმა გამოიჩინა. 58-ე წუთზე ოსეიმ გაიტანა.

თბილისელები შეტევებს არ წყვეტდნენ და 74-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა სხვაობა გამანადგურებელი გახადა. საბოლოო წერტილი კი 83-ე წუთზე სხირტლაძემ დასვა.

შეგახსენებთ, რომ 18 ტურის შემდეგ, „დინამოს“ 35 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ჭიაბრიშვილის შეგირდები ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებენ. აღნიშნული დაპირისპირება 25 ივნისით თარიღდება და 21:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები