რომან დოლიძე, გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

რომან დოლიძე ქუთათელაძის ჩხუბზე: „მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ Metaratings.ru-ს ინტერვიუ მისცა და გურამ ქუთათელაძეზე და თავის ბოლო ბრძოლაზე ილაპარაკა. დოლიძემ განაცხადა, რომ მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და „ქართველ ვიკინგს“ არ უნდა წაეგო.

ქუთათელაძის ჩხუბზე

„ჩემი მეგობრების ბრძოლების ყურება ყოველთვის რთულია. ამის გაკეთება ყოველთვის მიჭირს და ბევრად მარტივია, როცა მე ვჩხუბობ. გურამის ბრძოლას რაც შეეხება, მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები“.

თავის ბოლო ბრძოლაზე

„რთული მეტოქე მყავდა, მაგრამ მაინც გამიკვირდა, რომ ასეთი აუტსაიდერი ვიყავი. როგორც ვიცი, ჩემს გამარჯვებას 3.0 კოეფიციენტი ჰქონდა, მაგრამ არაუშავს. ყველაფერი დავამტკიცე და ყველას ვაჩვენე, რომ ცდებოდნენ. ჩემს ნოკაუტს რაც შეეხება, დარტყმების მაღალი დონის ტექნიკა ყოველთვის მქონდა, უბრალოდ მისი სწორად ჩვენების საშუალება არ მომეცა. ამჯერად, სათანადოდ მოვემზადე, სწორად განვეწყვე და სხვა ბრძოლებისგან განსხვავებული გეგმა მქონდა“.

ცნობისთვის, გამარჯვების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა დანა უაითს მიმართა და უთხრა, რომ ბონუსი, რაც შეიძლება მალე ჩაერიცხა და მისთვის ახალი მეტოქე ეპოვა. დოლიძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მან ბონუსის სახით, 50 000 აშშ დოლარი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქუთათელაძის მწვრთნელი: „სამარცხვინო გადაწყვეტილება, გურამმა ეს ბრძოლა მოიგო“
ქუთათელაძის მწვრთნელი: „სამარცხვინო გადაწყვეტილება, გურამმა ეს ბრძოლა მოიგო“