სისინიო: „რეალში მთვრალი ვვარჯიშობდი, სუნის მოსაშორებლად ყავას ვსვამდი
Aa
Aa

სისინიო: „რეალში მთვრალი ვვარჯიშობდი, სუნის მოსაშორებლად ყავას ვსვამდი"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სისინიომ „სამეფო კლუბში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. ბრაზილიელი მცველის თქმით, იგი ალკოჰოლურ სასმელებზე იყო დამოკიდებული და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ყოფნისას ხშირად სვამდა.

„ვიყავი თუ არა რეალში გამართული რომელიმე ვარჯიშისას მთვრალი? დიახ. ყავას ვსვამდი, რათა პირიდან ალკოჰოლის სუნი მომეშორებინა და სუნამოებში ვბანაობდი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ალკოჰოლის მოპოვება პრობლემა არ ყოფილა და ფულის დახარჯვაც არ მჭირდებოდა, რადგან რესტორნებში სასმელს სიხარულით მაძლევდნენ“.

სისინიო „რეალში“ 2006 წელს გადავიდა და „სამეფო კლუბი“ 2007 წელს დატოვა. მადრიდიდან მან რომს მიაშურა და „რომას“ რიგებში ასპარეზობდა, სადაც ალკოჰოლის მიღება განაგრძო: „რომაში ვარჯიშების შემდეგ ვსვამდი. ტრავმა როცა მქონდა, ფიზიოთერაპევტთან ვმუშაობდი და სახლში დაახლოებით დღის 2 საათზე ვბრუნდებოდი, რა დროსაც ალკოჰოლის მიღებას ვიწყებდი და სმას ღამის 4 საათზე ვრჩებოდი. ყოველ ჯერზე, როცა რომაში მთვრალი მივედი, გუნდის ლიდერებს ჩემი სიმთვრალე არ გამოჰპარვიათ და ამან სახელი გამიფუჭა“.

ცნობისთვის, „რომას“ შემდეგ სისინიო „სან პაულუსა“ და „ვილიარეალში“ იჯარის წესით იმყოფებოდა. 2012 წელს, იგი „სპორტ რესიფეში“ გადავიდა, 2013-დან კი „სივასპორის“ რიგებში ასპარეზობდა. 2017 წელს, იგი სამშობლოში დაბრუნდა და რამდენიმე თვის შემდეგ, კარიერა დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
6 მედალი - თავისუფალი სტილით მოჭიდავეების მონაგარი ევროპის ჩემპიონატზე
6 მედალი - თავისუფალი სტილით მოჭიდავეების მონაგარი ევროპის ჩემპიონატზე