ბარსელონა, ბაიერნი, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

SPORT: ბაიერნს ლევანდოვსკის სანაცვლოდ 50 მილიონი სურს

ესპანური Sport-ის ცნობით, მიუნხენის ''ბაიერნს'' რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო სურს. გერმანულ გრანდში იმედოვნებენ, რომ კატალონიური გრანდი პოლონელის სანაცვლოდ აღნიშნულ თანხას გადაიხდის.

''ბარსელონა'' ლევანდოვსკისთან მოლაპარაკებაშია, თუმცა ''ბაიერნის'' მხრიდან მის პირველ შეთავაზებაზე უარი მიიღო. მიუნხენური კლუბი მზადაა ესპანურ კლუბთან მოლაპარაკების განახლებისთვის და კატალონიური კლუბის მხრიდან ახალი წინადადების მოსასმენად.

ესპანური Sport-ის ცნობით, ''ბარსას'' ახალი შეთავაზება ასეთი იქნება: ლევანდოვსკის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაიხდიან (პლუს 10 მილიონი საბონუსე სისტემით).

შეგახსენებთ, გასული კვირის მიწურულს რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ დატოვებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. პოლონელმა ამჯერად კომენტარი გერმანულ Bild-თან გააკეთა.

„კონტრაქტში კიდევ ერთი წელი მაქვს დარჩენილი, რის გამოც კლუბს ტრანსფერის მოწყობა ვთხოვე. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გამოსავალია არსებულ ვითარებაში, მით უმეტეს, რომ ბაიერნი გარიგების შედეგად თანხის მიღებას შეძლებს.

არაფრის დაძალება არ მინდა, ეს არ არის მთავარი. ეს არის საუკეთესო გამოსავლის პოვნა. ყველას უნდა დამშვიდდეს და ცივი გონებით იფიქროს, მე მინდა მშვიდად წარვმართო დიალოგი - და არა პრესის საშუალებით.

იმედი მაქვს, ერთ დღეს ბაიერნის ქომაგები გამიგებენ“,

პოლონელი ფორვარდისთვის პრიორიტეტად ''ბარსელონა'' რჩება, ალტერნატიული ვარიანტებია ''ჩელსი'' და პსჟ.

ამ ეტაპზე ''ბარსელონას'' ფინანსური საკითხი აქვს მოსაგვარებელი. სწორედ ამიტომ, ლევანდოვსკის ტრანსფერი ჭიანურდება. კატალონიური გრანდის ასამბლეამ BLM-ს 49.9%-ის (  Barca Licensing and Merchandising ) გაყიდვას მხარი დაუჭირა. ასევე, კლუბის სატელევიზიო უფლებების 25%-ის გაყიდვაც დაამტკიცეს, რაც ჯამში „ბარსას“ 700-800 მილიონ ევროს მოუტანს. მათი ვალი ამჟამად 500 მილიონია. კატალონიელები ამ ოპერაციების გაოფიციალურების შემდეგ, სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდებიან და პირველ რიგში მათი სამიზნე რობერტ ლევანდოვსკი და ჟიულ კუნდე იქნებიან.

33 წლის ლევანდოვსკის მოქმედ კლუბ მიუნხენის ''ბაიერნთან'' კონტრაქტი 2024 წლის პირველ ივლისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთის 11 ვარსკვლავი, რომლებიც დღეს თავისუფალი აგენტები არიან
ფეხბურთის 11 ვარსკვლავი, რომლებიც დღეს თავისუფალი აგენტები არიან