გიორგი ჩაკვეტაძე, ლაშა ოდილაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძე ნიდერლანდებში? - მოლაპარაკება მიმდინარეობს

უნგრეთში მოღვაწე ქართველმა საფეხბურთო აგენტმა ლაშა ოდილაძემ ''პირველ არხთან'' საუბარში აღნიშნა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირება ერთ-ერთ ნიდერლანდურ კლუბს სურს, მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

„ჩემი ინფორმაციით, გიორგის თაობაზე მოლაპარაკება ნიდერლანდურ კლუბთან მიმდინარეობს. გიორგის ჯანმრთელობას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. უბრალოდ, საამისოდ ნდობა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. მიხარია, რომ სანიოლმა ნაკრებში მიიწვია და ამით ნდობა გამოავლინა, რაც ახლა გიორგის ძალიან სჭირდება“.

საფეხბურთო აგენტი ლაშა ოდილაძე ტრანსფერებს მეტწილად უნგრულ ბაზარზე ახორციელებს, მისი ჩართულობით არაერთი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი განხორციელებულა. ეს მოთამაშეები არიან: გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე, ლაშა დვალი, ბუბა დაუშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი და სხვები.

ჩაკვეტაძე, რომელიც ''გენტის'' საკუთრებაა, ბელგიურ კლუბში დაბრუნებას არ აპირებს, მისი სურვილი ''გენტის'' იჯარით დატოვებაა. გასული სეზონის მეორე ნახევარი განათხოვრებით ''ჰამბურგში'' გაატარა, თუმცა ეს პერიოდი მისთვის წარმატებული არ ყოფილა, რასაც ის ფაქტიც ნათლად ადასტურებს, რომ გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა საჯაროდ გააკრიტიკა, ტიმ ვალტერმა მონდომენა დაუწუნა.

ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე თვეში ჩაკვეტაძის აგენტმა გოგა გახოკიძემ ''ტაიმაუტში'' საუბრისას განაცხადა:

''ჩაკვეტაძე ისეთ გუნდში უნდა გადავიდეს, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება. ახლა რომ ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც თამაში არ მოუწევს, ფსიქოლოგიურად ძალიან გატყდება.

ყველამ ვიცით, როგორი ტრავმები გადაიტანა, რა დრო გაუცდა. მისთვის მნიშვნელოვანია თავდაჯერების დაბრუნება. ახლა ''ჰამბურგშიც'' ისე მოხდა, რომ თამაში არ წაუვიდა, მწვრთნელმა სხვა თვალით შეხედა, ეს ცოტა ძნელი გასაგებია. მან უფრო უნდა მოინდომოს, თავის თავზე ბევრი უნდა იმუშავოს, არც მწვრთნელი და არც გუნდი არ უნდა ალაპარაკოს, რომ მას ვარჯიში ეზარება. მსგავსი რამ არ უნდა იყოს. მას აქვს რესურსი, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''კონტრაქტის გაწყვეტა საუკეთესო გამოსავალია'' - დინამომ ცხადაძის წასვლა დაადასტურა
''კონტრაქტის გაწყვეტა საუკეთესო გამოსავალია'' - დინამომ ცხადაძის წასვლა დაადასტურა