რომან დოლიძე
Aa
Aa

ბრწყინვალე გამარჯვება UFC-ში: დოლიძემ დაუკაუსი დაანოკაუტა

UFC-ში რომან დოლიძემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ქართველმა მებრძოლმა კაილ დაუკაუსი ნოკაუტით დაამარცხა. დოლიძემ მეტოქე ჯერ ხელით დაანოკდაუნა, შემდეგ მუხლით გათიშა და UFC-ში მე-4 გამარჯვება მოიპოვა.

33 წლის დოლიძეს 11 ბრძოლა აქვს გამართული და მხოლოდ ერთხელ წააგო. ქართველმა მებრძოლმა UFC-ში მეხუთედ იჩხუბა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, 4 ბრძოლა წარმატებული გამოვიდა. 

შეგახსენებთ, რომან დოლიძის მეტოქემ, კაილ დაუკაუსმა  დღევანდელ შეხვედრამდე 14 ბრძოლა გამართა და 11-ჯერ იმარჯვა. იგი მტკივნეულ და მახრჩობელა ილეთებს შესანიშნავად იყენებს და 9-ჯერ გამარჯვება სწორედ მათი დახმარებით მოიპოვა, 2-ჯერ კი მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. დოლიძესთან შეხვედრამდე დაუკაუსმა ბოლოს 2022 წლის 19 თებერვალს იჩხუბა და ჯეიმი პიკეტი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3-წლიანი კონტრაქტი - ყარაბაღმა გუგეშაშვილი გამოისყიდა
3-წლიანი კონტრაქტი - ყარაბაღმა გუგეშაშვილი გამოისყიდა