Aa
Aa

კარსდორპი "რომას" ფეხბურთელია!

იტალიურმა „რომამ“ ჰოლანდიი გასული წლის ჩემპიონ „ფეიენოორდიდან“ მისი განაპირა მცველი რიკ კარსდორპი დაიმატა.

კლუბებმა საბოლოო შეთანხმებას გუშინ ღამით მიაღწიეს. როგორც დაიწერა, „ჯალოროსის“ ფეხბურთელის ტრანსფერი 19 მილიონი ევრო დაუჯდება, რომელიდანაც 16 მილიონი როტერდამელთა ანგარიშზე გარიგების დასრულებისთანავე ჩაირიცხება, ხოლო დარჩენილი თანხა ბონუსების სახით დაიფარება.

კარსდორპი რომაელებთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

22 წლის ნიჭიერმა მარჯვენა მცველმა გასული წლის ჰოლანდიის ჩემპიონატში 30 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. კარსდორპს ბოლო პერიოდში ეროვნულ ნაკრებშიც საკმაოდ ხშირად ეძახიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები