სადიო მანე
Aa
Aa

Sky Sports News: მანე ბაიერნთან ძალიან ახლოსაა

შესაძლოა უახლოეს დღეებში სადიო მანეს ტრანსფერი დადასტურდეს და სენეგალელი „ლივეპრულიდან“ „ბაიერნში“ გადავიდეს.

Sky Sports News-ის ცნობით, სენეგალელი გარემარბი მიუნხენურ კლუბში გადასვლასთან ძალიან ახლოს არის, რადგან „ბაიერნი“ ამზადებს ახალ შეთავაზებას £42,5 მილიონი ფუნტის ოდენობით (დაახლოებით 50 მილიონი ევრო). ეს თანხა „ლივერპულის“ მოთხოვნას შეესაბამება.

სენეგალზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყება დღეს არის დაგეგმილი. ყველა მხარეს აქვს გარიგების დახურვის სურვილი.

მანე „ბაიერნის“ მთავარი სამიზნეა. ის ტრანსფერს ჯერ კიდევ მაისში დათანხმდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი 3 წლიან კონტრაქტს დათანხმდა.

წყაროს ცნობით, „ბაიერნს“ იმედი ჰქონდა, რომ „ლივერპული“ მათთან დათმობაზე წავიდოდა, ტიაგოს ტრანსფერის შემდეგ არსებული კარგი ურთიერთობიდან გამომდინარე. მაგრამ ინგლისურმა კლუბმა გერმანელების რამდენიმე შეთავაზება უარყვეს, რასაც თანხის ზრდა მოჰყვა.

აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა კლუბის ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინანსური პრობლემა მალე მოგვარდება - ბარსას 3 სატრანსფერო სამიზნე
ფინანსური პრობლემა მალე მოგვარდება - ბარსას 3 სატრანსფერო სამიზნე