მოჰამედ სალაჰი, ლუკა მოდრიჩი, როდრიგო გოეში
Aa
Aa

"მოდრიჩმა მას უთხრა - „მადლობა სალაჰ, შემდეგ ჯერზე სცადე" - გამეცინა"

როდრიგომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივეპრულის“ დამარცხების შემდეგ, ლუკა მოდრიჩისა და მოჰამედ სალაჰის შეხვედრის მომენტი გაიხსენა, როცა ხორვატმა ეგვიპტელს რაღაც უთხრა.

როგორც მოგეხსენებათ, სალაჰმა ფინალამდე რამდენიმე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ „რეალს“ აუცილებლად დაამარცხებდნენ, მათზე შურს იძიებდნენ.

„როდესაც მატჩი დასრულდა, რეალის ფეხბურთელები გაიქცნენ, რომ ჩემპიონობა აღენიშნათ. ლივერპულის მოთამაშეები კი იქვე ახლოს იდგნენ, სალაჰი ნერვიულობდა, თავი დაბლა ჰქონდა დახრილი. მოდრიჩმა შეხედა მას და უთხრა: „მადლობა სალაჰ, შემდეგ ჯერზე სცადე". მე ვერ შევიკავე თავი და გამეცინა.

დღეს ყველაფერი ძალიან მოსაწყენია. მან ბოროტი განზრახვით არ მოგვიწყო პროვოცირება, ეს მეტოქეობა უკეთესი გახადა. რომ არა ასეთი მომენტები, მაშინ ყველა შეწყვეტდა ფეხბურთის ყურებას. მოედნის მიღმა ბევრი რამ ხდება. პროვოკაციები ყველგანაა და ფეხბურთი არ არის გამონაკლისი“,

- თქვა როდრიგომ Podpah-ის პოდკასტზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბექჰემი მუნდიალზე ნოემბერში: ეს ინგლისის ნაკრებისთვის კარგი შანსია
ბექჰემი მუნდიალზე ნოემბერში: ეს ინგლისის ნაკრებისთვის კარგი შანსია