რომელუ ლუკაკუ
Aa
Aa

თითქმის გადაწყვეტილია - ლუკაკუ ინტერში იჯარით ბრუნდება

მილანის ''ინტერი'' რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. ნიკოლო შირას ინფორმაციით, მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს, იტალიური კლუბი ბელგიელი ფორვარდის დამატებაში დარწმუნებულია.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს, მოლაპარაკება ფინალურ სტადიაზეა, მხოლოდ მცირე დეტალებია გასარკვევი. ''ინტერი'' ლუკაკუს იჯარით დამატებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე იტალიური კლუბი ფეხბურთელის გამოსყიდვას არ გეგმავს.

29 წლის ბელგიელი ფორვარდი 2019-21 წლებში მილანის ''ინტერში'' თამაშობდა. 2021 წლის ზაფხულში ''არისტოკრატებმა'' ლუკაკუს სანაცვლოდ £97.5 მილიონი გადაიხადეს, რაც ''ჩელსის'' ისტორიაში სარეკორდო სატრანსფერო თანხაა.

2021-22 წლების სეზონში ლუკაკუმ პრემიერ ლიგის 26 მატჩში მხოლოდ 8 გოლი შეაგდო. ასევე, ჩემპიონთა ლიგაზე 2 გოლი გაიტანა, ინგლისის ასოციაციის თასზე კი 3 გოლით გამოიჩინა თავი. საერთო ჯამში, მხოლოდ 13 გოლი შეაგდო, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

''ჩელსისგან'' განსხვავებით, ლუკაკუ ''ინტერში'' ძალიან პროდუქტიული იყო, მილანურ კლუბში 95 შეხვედრაში 64 გოლი შეაგდო და 16 საგოლე პასი შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი შანსია, ეს მოხდეს
„დიდი შანსია, ეს მოხდეს" - გენტის პოზიცია ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით