პოლ პოგბა
Aa
Aa

კვირაში 300 000 გირვანქა სტერლინგი არაფერია?! - პოგბა კრიტიკის ქარცეცხლში

Amazon Prime-მა  „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელზე, პოლ პოგბაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელსაც Pogumentary ჰქვია. მასში ბევრი საინტერესო მომენტია ნაჩვენები და პოგბა სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.

„მინდა, მანჩესტერ იუნაიტედს ვუჩვენო, რომ შეცდომა დაუშვა, როცა ჩემთვის კონტრაქტის შემოთავაზებას აჭიანურებდა და მინდა, სხვა კლუბებს ვუჩვენო, რომ მანჩესტერი შეცდა, კონტრაქტი რომ არ შემომთავაზა“.

საინტერესოა, რომ დოკუმენტური ფილმის მიხედვით, „წითელმა ეშმაკებმა“ პოგბას 2 შეთავაზება გაუკეთეს და საფეხბურთო აგენტის, მინო რაიოლას თქმით, იგი მოლაპარაკებებს „ბარსელონასთან“ და „პარი სენ-ჟერმენთანაც“ აწარმოებდა. დოკუმენტურ ფილმში აგენტისა და მისი კლიენტის დიალოგიცაა მოყვანილი და პოგბა „იუნაიტედის“ შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, მას ყოველკვირეულად, 300 000 გირვანქა სტერლინგი უნდა მიეღო, „არაფერს“ უწოდებს.

რაიოლა: „დიახ, მათ უნდათ, რომ დარჩე. პირადად ჩემთვის, მათი შეთავაზება მათ სურვილს არ ასახავს და ასეთი რამ ვუთხარი: „თუ გინდათ, რომ დარჩეს, ეს წინადადება არ გაუკეთოთ“. გავაგებინებ, რომ თუ ნამდვილად უნდათ, დარჩე, საფეხბურთო პროექტი შენ გარშემო უნდა ააშენონ, სხვანაირად მოიქცნენ და ფული მაგიდაზე დადონ“.

პოგბა: „ისინი იტყუებიან. როგორ შეიძლება, ფეხბურთელს უთხრა, რომ მისი შენარჩუნება გინდა და არაფერი შესთავაზო? ასეთი რამ არასდროს მინახავს“.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოგბას დაყოლიება რამდენჯერმე სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. Athletic-ის ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა 300 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობის წინადადება გასულ ივლისში მიიღო, მაგრამ უარი განაცხადა. სხვათა შორის, ზემოთ ხსენებული ფრაზების ბრიტანულ პრესაში გავრცელების შემდეგ, პოგბა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა და მას ფულზე ორიენტირებული ფეხბურთელი უწოდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიზეზი უცნობია - კრივის ფედერაცია დაფინანსების გარეშე დარჩა
მიზეზი უცნობია - კრივის ფედერაცია დაფინანსების გარეშე დარჩა