ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს პირველობას გამოეთიშა

ჰალეს ღია პირველობის მეორე ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 51-ე ნომერს, გერმანელ ოსკარ ოტეს შეხვდა მეტოქესთან სამსეტიან დაპირისპირებაში 6:4, 0:6 6:7 (2:7 ტაი-ბრეიკში) დაამარცხა.

პირველი სეტი გერმანელმა ჩოგბურთელმა აქტიურად დაიწყო და პირველი გეიმში ქულის აღება შეძლო, თუმცა ბასილაშვილმა მეტოქეს საპასუხოდ ბრწყინვალე ჩოგბურთი დაუპირისპირა და 3:1 გაექცა, რამაც სეტის მოგებაში გარდამტეხი როლი ითამაშა.

ყველასთვის მოულოდნელად, ბასილაშვილმა მეორე სეტი უქულოდ დათმო და სრული ყურადღება დასკვნით სეტში გადაიტანა.

მესამე სეტში გულშემატკივარმა ნამდვილი საჩოგბურთო თრილერი იხილა. ორივე ჩოგბურთელი საკუთარ გეიმებს ფაქტობრივად უშეცდომოდ ატარებდნენ, რის გამოც დასკვნითი რაუნდი ქულა-ქულაში წარიმართა. საბოლოოდ, სეტი ტაი-ბერიკამდე მივიდა, სადაც სამწუხაროდ უფრო ძლიერი გერმანელი ჩოგბურთელი აღმოჩნდა - 2:7.

ცნობისთვის, ისტორიის განმავლობაში ქართველი და გერმანელი ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ და შესაბამისად, ურთიერთშეხვედრებში ოსკარ ოტე დაწინაურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები