ევროპის ჩემპიონატი - მოჭიდავეების 4 მედალი და გუნდური მეორე ადგილი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - მოჭიდავეების 4 მედალი და გუნდური მეორე ადგილი

ბუქარესტში მიმიდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრების საბოლოო შედეგი 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო და გუნდური მე-2 ადგილია.

ევროპის ჩემპიონები 14 წლის ვახტანგ ლოლუა და ანრი ხოზრევანიძე გახდნენ. 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვახტანგ ლოლუამ ფინალში აზერბაიჯანელი ელვინ იბადოვი 4:1 დაამარცხა. 14 წლის ფალავანმა ფინალამდე უკრაინელ ნიკიტა დემენტიევსა და ბულგარელ ალიოშა ილიევს აჯობა.

51 კილოში კი ანრი ხოზრევანიძემ ასევე აზერბაიჯანელს ვადატ გასიმილს მოუგო. ქართველმა მოჭიდავემ ოქროს მედლამდე მოლდოველ მაქსიმ სარმანოვსა და უნგრელ პეტერ ტოტოკოს სძლია.

ვერცხლის მედალი ავთანდილ მამალაძემ დაისაკუთრა. სამწუხაროდ ჩვენი ფალავანი ფინალში აზერბაიჯანელ მაჰამმად გასიმზადესთან დამარცხდა. საბა სურმანიძე კი ბრინჯაოს დასჯერდა. მედლისთვის ბრძოლაში საბამ უკრაინელ მაქსიმ ჩუბენკოს აჯობა.

ევროპის ჩემპიონატზე ხვალიდან თავისუფალ სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

საქართველოს სახელით 45 კგ - ნიკოლოზ ბოჭორიშვილი; 48 კგ - გიორგი რომელაშვილი; 51 კგ - ლაშა გოგაძე; 55 კგ - საბა ღამბაშიძე; 60 კგ - დავით ქობულაშვილი; 65 კგ - გოგა ოთინაშვილი; 71 კგ - ნიკოლოზ მაისურაძე; 80 კგ - სანდრო ყურაშვილი; 92 კგ - ნიკა ფანცულაია; 110 კგ - რამინ გულიტაშვილ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატი - ნიკოლოზ ესართია ვერცხლის პრიზიორია
მსოფლიო ჩემპიონატი - ნიკოლოზ ესართია ვერცხლის პრიზიორია