ნილ უარნოკის მთავარი შეცდომა - კრისტალ პალასს ვირჯილის ყიდვა 5 მილიონად შეეძლო
Aa
Aa

ნილ უარნოკის მთავარი შეცდომა - კრისტალ პალასს ვირჯილის ყიდვა 5 მილიონად შეეძლო

„კრისტალ პალასის“ ყოფილმა მწვრთნელმა მეტად საინტერესო ისტორია გაამხილა. ნილ უარნოკმა განაცხადა, რომ „საუთჰემპტონში“ გადასვლამდე, „პალასს“ ვირჯილ ვან დაიკის გადაბირება 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლო, მაგრამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა.

ნიდერლანდელი მცველი „წმინდანებში“ იმდენად კარგად წარმოჩინდა, რომ მისით „ლივერპული“ დაინტერესდა, ხოლო მერსისაიდულ გრანდში ვირჯილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდა.

ბევრ გულშემატკივარს გაეცინება.. ნილმა ვან დაიკი იმის გამო დაიწუნა, რომ ის ზედმეტად ნელი იყო.. ყოველ შემთხვევაში უარნოკის სკაუტი ასე თვლიდა..

რა თქვა უარნოკმა?

„სამწუხაროდ, ჩემი და ვირჯილის გზები გაიყარა. მისი ყიდვა ჯერ კიდევ „კრისტალ პალასში“ 5 მილიონ ევროდ შემეძლო. ჩემმა სკაუტმა მითხრა, რომ ვან დაიკი ძალიან ნელი იყო და საბოლოოდ ის „საუთჰემპტონში“ აღმოჩნდა.

ეს სირცხვილია !! ვირჯილი შეიძლება ყველაზე სწრაფი არ იყოს, მაგრამ ყველაფერს თამაშის წაკითხვის საოცარი უნარით ანაზღაურებს. დღემდე ვნანობ, რომ ასეთი დონის მცველი ჩემ გუნდში არ გადმოვიდა. ამ ფაქტს საფეხბურთო დანაშაული შეიძლება ეწოდოს.“

ვან დაიკი „ლივერპულში“

30 წლის ცენტრალური მცველი მერსისაიდულ გრანდს 2018 წელს შეუერთდა. 2018 წლიდან დღემდე, ვან დაიკმა „ლივერპულის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 181-ჯერ მოირგო, 16 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფაბრიციო რომანო: ბაიერნმა მანესთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა
ფაბრიციო რომანო: ბაიერნმა მანესთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა