ანრი ხოზრევანიძე
Aa
Aa

მეორე ოქრო - ანრი ხოზრევანიძე ევროპის ჩემპიონია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ანრი ხოზრევანიძემ (51 კგ) საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. მან ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელი ვადატ გასიმლი 4:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მეტოქემ პირველი ნახევარი 1:0 მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ, ხოზრევანიძე გააქტიურდა და ოქროს მედალს დამსახურებულად დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ 48 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ოქროს მედალი ვახტანგ ლოლუას ანგარიშზეა. მანაც ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელს სძლია და ელვინ იბადოვი 4:1 დაამარცხა.

ლოლუას გამარჯვებას განსაკუთრებულს ის ფაქტი ხდის, რომ იგი ჯერ მხოლოდ 14 წლის არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილია რომელ სტადიონზე ითამაშებს ერთა ლიგის ბოლო საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები
ცნობილია რომელ სტადიონზე ითამაშებს ერთა ლიგის ბოლო საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები