გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

მებრძოლები აღზევების გზაზე - UFC-იმ გურამ ქუთათელაძე გამოარჩია

UFC-იმ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღზევების გზაზე მყოფ მებრძოლებზე საუბრობს. UFC-იმ რჩეულები იმ მებრძოლებიდან დაასახელა, რომლებსაც ამ უქმეებზე ჩანიშნულ ღონისძიებაზე ვიხილავთ და მათ შორის გურამ ქუთათელაძეცაა.

„გამონათქვამს, რომ „დროის სწორად შერჩევა ყველაფერია“, იყენებენ მაშინ, როცა ვიღაც სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოჩნდება, მაგრამ შესაძლოა, ყველაფერმა პირიქით იმუშაოს და ამას გურამ ქუთათელაძის მაგალითიც ადასტურებს.

2020 წლის შემოდგომაზე, ქართველმა მებრძოლმა მიწვევა მიიღო და UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა, რომელშიც მსაჯების გადაწყვეტილებით, KSW-ის ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი და UFC-ის ახალწვეული, მატეუშ გამროტი დაამარცხა. იმ ბრძოლის შემდეგ, გამროტმა ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვა, ტოპ 15-ში შევიდა და გასულ თვეში, მისი ბრძოლა ღონისძიების მთავარი მოვლენაც იყო, ქუთათელაძე კი იმ გამარჯვების შემდეგ, ოქტაგონზე პირველად გადის.

გურამისა და გამროტის ბრძოლა უაღრესად დაძაბული და საინტერესო იყო. მიუხედავად იმისა, ეთანხმებით თუ არა მსაჯების გადაწყვეტილებას, ფაქტია, რომ ქართველმა ვიკინგმა გამორჩეულ პოლონელ მებრძოლს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რაც გურამის დონესა და შესაძლებლობებს კარგად ასახავს და ამის გამო, მის მეორე ბრძოლას ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ.

30 წლის მებრძოლი, რომელსაც შარშან დონ მაჯთან უნდა ეჩხუბა, მომენტის დაბრუნების შანსს ნიჭიერი, მაგრამ ნაკლებად ცნობილი დამირ ისმაგულოვის წინააღმდეგ მიიღებს. რუსმა ვეტერანმა ბოლო ბრძოლის წინ წონა ჩააგდო, თუმცა ზედიზედ 15 გამარჯვება აქვს და UFC-ის ოქტაგონზე დაუმარცხებელია. ქართველ ვიკინგს შანსი აქვს, კიდევ ერთი წაუგებელი სერია დაასრულოს და თუ ქუთათელაძემ ეს მოახერხა, წლის მეორე ნახევარში, ნიჭიერი მებრძოლებით დაკომპლექტებულ მსუბუქ წონით დივიზიონში, წარმატების მიღწევის ის კანდიდატი იქნება, რომელსაც არავინ ელოდა“., - წერს UFC-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ისმაგულოვს კარიერაში 24 ბრძოლა აქვს გამართული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. გურამს რაც შეეხება, მან 14 ჩხუბიდან 12-ში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ
„ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ" - დოლიძის მომდევნო მეტოქის კომენტარი