ტერი: კარიერის „ჩელსიში“ დასრულება მსურს
Aa
Aa

ტერი: კარიერის „ჩელსიში“ დასრულება მსურს

ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანმა ჯონ ტერიმ, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2016 წელს ეწურება, იმედი გამოთქვა რომ კარიერას სწორედ „არისტოკრატთა“ რიგებში დაასრულებს.

„ჩელსის“ გარდა, საკუთარი თავი, ინგლისის ვერცერთ სხვა კლუბში ვერ წარმომიდგენია. თუ 2016 წლის შემდეგ, ფეხბურთის თამაშის სურვილი კიდევ მქონდა და „ჩელსიმ“ კონტრაქტი არ გამიხანგრძლივა, კარიერას უცხოეთში გავაგრძელებ. შესაძლო ვარიანტებად ყატარს ან ამერიკის ჩამპიონატს განვიხილავ. რათქმაუნდა, იდეალური ვარიანტი „ჩელსიში“ დარჩენა და კარიერის ლონდონურ კლუბში დასრულება იქნებოდა, თუმცა ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. უმაღლეს დონეზე თამაში, რაც შეიძლება დიდი ხნით მსურს და ვფიქრობ, „ჩელსისთვის“ სარგებლის მოტანა ყოველთვის შემეძლება“ - განაცხადა ჯონ ტერიმ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები