ინტერი
Aa
Aa

რამდენიმე დეტალის შეთანხმება დარჩა - დიბალას ინტერთან ერთი ნაბიჯი აშორებს

მას შემდეგ, რაც პაულო დიბალამ „იუვენტუსი“ დატოვა, მისით არაერთი გუნდი ინტერესდება, თუმცა ყველაზე დიდ ყურადღებას „ინტერი“ იჩენდა. არგენტინელ თავდამსხმელს „ნერაძურის“ აქტიურად უკავშირებდნენ.

დღეს, გავლენიანი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი სეზარ ლუის მერლო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთანხმება შედგა. დიბალა „ინტერთან“ 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მერლოს ცნობით, მხარეებს შორის რამდენიმე დეტალია დასაზუსტებელი და ამის შემდეგ სამედიცინო შემოწმება ჩაინიშნება.

ვინ ინტერესდებოდა დიბალათი?

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ვარსკვლავით ისეთი გუნდები ინტერესდებიან როგორებიც „ტოტენჰემი“, „არსენალი“, „ინტერი“ და „რომა“ არიან. გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ „ჯალოროსის“ ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი დიბალას პირადად ესაუბრა და „რომაში“ გადასვლა სთხოვა. მეტიც, ლეგენდარულმა იტალიელმა მას 10-ნომრიანი მაისური შესთავაზა, თუმცა, როგორც ჩანს პაულომ „ნერაძური“ აირჩია.

საუბარი იყო „პარი სენ ჟერმენის“ ვარიანტზეც, მაგრამ არგენტინელმა შემტევმა ყველაფერი უარყო:

"ვეცდები ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი შევარჩიო. კიმპემბესთან არაფერზე მისაუბრია და გთხოვთ ჭორებს ნუ აჰყვებით. „პარი სენ ჟერმენის“ ინტერესზეც ვერაფერს გეტყვით. ყველაფერს სულ მალე გაიგებთ და კმაყოფილები დარჩებით.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცრემლები და არა ტიტულები - რისი ან ვისი ბრალია იუვენტუსის ცუდი სეზონი?
ცრემლები და არა ტიტულები - რისი ან ვისი ბრალია იუვენტუსის ცუდი სეზონი?