ერთი დარტყმით დაანოკაუტა - ტაისონის ყოფილმა მეტოქემ წარსული გაიხსენა
Aa
Aa

ერთი დარტყმით დაანოკაუტა - ტაისონის ყოფილმა მეტოქემ წარსული გაიხსენა

ჯულიუს ფრენცისი 57 წლის მოკრივეა, რომელიც ბრიტანეთის ჩემპიონი იყო და სხვადასხვა დროს, მაიკ ტაისონისა და ვიტალი კლიჩკოს წინააღმდეგ უჩხუბია. მან კარიერა 2006 წელს დაასრულა და ამჟამად, BOXPARK Wembley-ის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს.

დღეს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, ფრენცისი ერთ-ერთ ადამიანს როგორ უსწორდება. ეს უკანასკნელი გაურკვეველი მიზეზის გამო, გაბრაზებული იყო, გამვლელებსა და დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს შეურაცხყოფას აყენებდა და რამდენიმეს ხელიც ჰკრა. ბოლოს იგი ჯულიუსთან მივიდა და ბრიტანელმა წარსული გაიხსენა. ფრენცისმა შეურაცხყოფა არ მოითმინა, მამაკაცი მარჯვენა ჰუკით ნოკაუტში ჩააგდო და თავისი ადგილი მიუჩინა.

„პოლიციამ იცის, რომ ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა და იკვლევს ინციდენტს, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელსა და BOXPARK Wembley-ის ერთ-ერთ წევრს შორის მოხდა. ამ ეტაპზე, არავინ დაგვიკავებია და გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადეს ბრიტანელმა სამართალდამცველებმა.

ცნობისთვის, ფრენცისი ვიტალი კლიჩკოს 1998 წელს დაუპირისპირდა და მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. 2 წლის შემდეგ იგი მაიკ ტაისონს შეერკინა და „რკინის მაიკმა“ მეორე რაუნდში მოპოვებული ნოკაუტით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლამაზი პერიოდი და ისტორიული სერია
„ლამაზი პერიოდი და ისტორიული სერია" - ფრანგული გაზეთი სანიოლსა და საქართველოს ნაკრებზე