კონფერენს ლიგა, გორის დილა, თბილისის დინამო, იბერია 1999
Aa
Aa

კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია

ცოტა ხნის წინ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, სადაც პირველ რაუნდში ქართული კლუბების, თბილისის „დინამოს“, „საბურთალოსა“ და გორის „დილას“ მეტოქეები გაირკვა.

„საბურთალო“ პირველ რაუნდში ალბანურ „პარტიზანს“ შეხვდება. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 7 ივლისს, თბილისში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 14 ივლისს, ტირანაში ჩატარდება.

თბილისის „დინამოს“ მეტოქე ესტონური „პაიდე“ იქნება. პირველი მატჩი 7 ივლისს, „დინამო არენაზე“ შედგება, საპასუხო მატჩი კი 14 ივლისს, ესტონეთში გაიმართება.

გორის „დილას“ მეტოქე კი ფინური „კუპსი“ იქნება. ანდრეი დემჩენკოს გუნდი პირველ მატჩს სტუმრად გამართავს, საპასუხო შეხვედრა კი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 14 ივლისს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ მეტოქეც გაირკვა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი პირველ წრეში გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას „სლოვან ბრატისლავას“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილია რომელ სტადიონზე ითამაშებს ერთა ლიგის ბოლო საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები
ცნობილია რომელ სტადიონზე ითამაშებს ერთა ლიგის ბოლო საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები