კონფერენს ლიგა
Aa
Aa

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

14 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობას სამი ქართული კლუბი მიიღებს: თბილისის დინამო, საბურთალო და გორის დილა.

კენჭისყრამდე 1 დღით ადრე, უეფას ვებ-გვერდზე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 6 ჯგუფში გადანაწილდა და თითოეულ ჯგუფში განთესილი და განუთესავი გუნდების რაოდენობაც გაიყო.

თბილისის დინამო პირველ ჯგუფში, განთესილ გუნდებში იქნება, სავარაუდო მეტოქეები კი ტურკუს ინტერი (ფინეთი), პანევეჟისი (ლიეტუვა), პაიდე (ესტონეთი), პანდევის აკადემია (ჩრდ. მაკედონია), ჰამრუნი (მალტა) იქნებიან.

კიდევ ერთი ქართული კლუბი, გორის დილა მეორე ჯგუფში, განუთესავებშია, სავარაუდო მეტოქეები კი კუპსი (ფინეთი), ლაჩი (ალბანეთი), მურა (სლოვენია), ლიეპაია (ლატვია), ჟალგირისი (ლიეტუვა) იქნებიან.

რაც შეეხება საბურთალოს, თბილისური კლუბი მე-5 ჯგუფში, განუთესავებში მოხვდა და საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში პოტენციური მეტოქეები შკენდია (ჩრდ. მაკედონია), დინამო მინსკი (ბელარუსი), ტრე პენე (სან მარინო), პარტიზანი (ალბანეთი), პეტროკუბი (მოლდოვა) იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ხვალ, საქართველოს დროით 15:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები