ტრაბზონი
Aa
Aa

თურქული მედია: ''მოსალოდნელია, ქართველები ტრაბზონის რადარზე აღმოჩნდნენ''

თურქული მედიის ცნობით ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველოს მატჩს ''ტრაბზონის'' სკაუტები ესწრებოდნენ. 61saat-ის ცნობით, მათი დაკვირვების მთავარი ობიექტი ეზჟან ალიოსკი იყო, მაკედონიელი მცველი თურქეთის ჩემპიონის რადარზეა. თურქული წყარო ასევე იუწყება, რომ მოსალოდნელია ''ტრაბზონის'' რადარზე საქართველოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელიც აღმოჩნდეს.

თურქული წყარო ამ ეტაპზე კონკრეტულ ფეხბურთელებს არ ასახელებს, თუმცა საქართველოს ნაკრების შესანიშნავი თამაშიდან გამომდინარე საფუძველი გაჩნდა, რომ რამდენიმე ქართველი მოთამაშე მათი ინტერესის არეალში მოექცეს. ვილი სანიოლის გუნდმა მაკედონიელები სტუმრად ბუდუ ზივზივაძის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ოთარ კიტეიშვილის გოლებით დამაჯერებლად დაამარცხა (0:3).

CrystalSport-ის ცნობით, თურქული კლუბების სკაუტები საქართველო-ბულგარეთის შეხვედრასაც ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ''ტრაბზონი'' თურქეთის მოქმედი ჩემპიონია. აბდულა ავჯის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, გასულ ზამთარში ''ტრაბზონს'' ბათუმის ''დინამოს'' მცველის, ირაკლი აზაროვის დამატება სურდა, ნიჭიერი ფეხბურთელი თურქეთის ჩემპიონში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო მომენტში ''ტრაბზონმა'' მოლაპარაკების პირობები შეცვალა, რის გამოც ტრანსფერი ჩაიშალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''99 პროცენტით ფერენცვაროშს დავტოვებ'' - ლაშა დვალი კლუბს შეიცვლის
''99 პროცენტით ფერენცვაროშს დავტოვებ'' - ლაშა დვალი კლუბს შეიცვლის