ტოკიო 2020
Aa
Aa

"ტოკიო 2020 - ოლიმპიური დღიური“ - წიგნის პრეზენტაცია ოლიმპიურ კომიტეტში

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა - „ტოკიო 2020 - ოლიმპიური დღიური“, რომლის ავტორი გახლავთ სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.

 წიგნი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დაფინანსებით გამოიცა და მასში შესულია ,,ტოკიო 2020“ თამაშებისადმი მიძღვნილი დღიურები, ორასამდე ფოტო, სტატისტიკური მასალა. ასევე მცირე ჩანახატი ქართველ პარალიმპიელებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ წიგნში შესული ტოკიოს ოლიმპიადის მიმდინარეობის, ამ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა წარმატების ამსახველი წერილები სეოკ-ის სპეციალური პრიზით აღინიშნა და ამის თაობაზე შარშან დეკემბერში გამართულ სეოკ-ის სესიაზე გამოცხადდა.

,,ტოკიო 2020 ოლიმპიური დღიური“-ს პრეზენტაციას დაესწრნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

ცხელი ამბები