ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

გადაწყვეტილება შეცვალეს - სლოვანს კვლავ ვაისი გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ ბრატისლავას ''სლოვანის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე კვლავ ვლადიმირ ვაისი იმუშავებს. სლოვაკური მედია იუწყებოდა, რომ გამოცდილი სპეციალისტი პოსტს დატოვებდა, ინფორმაცია კლუბმაც დაადასტურა, თუმცა შემდეგ ვითარება შეიცვალა, ''სლოვანმა'' განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვით ვაისი გუნდში რჩება.

''სლოვანის'' გენერალური დირექტორის, ივან კმოტრიკის თქმით, ვაისთან შეთანხმებას მიაღწიეს და მხარეები თანამშრომლობას გააგრძელებენ.

მოგეხსენებათ, გასული სეზონი ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ ''სლოვანში'' გაატარეს. ქართველ ლეგიონერებს კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურებათ, თუმცა დიდი ალბათობით მხარეები თანამშრომლობას გააგრძელებენ.

2021-22 წლების სეზონში ბრატისლავას ''სლოვანი'' სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა, ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გასულ სეზონში ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას დახმარებით ვაისის გუნდმა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შეძლო.

ფორტუნა ლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად ვლადიმირ ვაისი დასახელდა, საუკეთესო ფეხბურთელად კი მისი შვილი, უმცროსი ვლადიმირ ვაისი. სეზონის სიმბოლურ გუნდში კაშია და კანკავა მოხვდნენ.

34 წლის კაშიამ სლოვაკურ ლიგაში, სადებიუტო სეზონში 24 მატჩში 2 გოლი შეაგდო. 36 წლის ჯაბა კანკავას აქტივში 25 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''99 პროცენტით ფერენცვაროშს დავტოვებ'' - ლაშა დვალი კლუბს შეიცვლის
''99 პროცენტით ფერენცვაროშს დავტოვებ'' - ლაშა დვალი კლუბს შეიცვლის