თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას 10 ქულა - მილანი ფინალურ სერიაში დაწინაურდა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „მილანს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 12 ქულის სხვაობით 94:82 დამარცხდა.

თოკომ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა (7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო) 3 მოხსნა, 1 დაფარება, 1 ჩაჭრა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

ამ მარცხის შემდეგ სერიაში ანგარიში მილანელთა სასარგებლოდ 2:1 გახდა. გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 14 ივნისს, კვლავ მილანში შედგება. შეგახსენებთ, რომ სერია 4 მოგებამდეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას ბრწყინვალე მატჩი ფინალურ სერიაში - 22 ქულა და შეხვედრის MVP
შენგელიას ბრწყინვალე მატჩი ფინალურ სერიაში - 22 ქულა და შეხვედრის MVP