გარდაცვლილი მოკრივის მეტოქე: „მეტი აღარ შემიძლია, თავის მოკვლა მინდა“
Aa
Aa

გარდაცვლილი მოკრივის მეტოქე: „მეტი აღარ შემიძლია, თავის მოკვლა მინდა“

სიმისო ბუტელეზი სამხრეთ აფრიკელი მოკრივე იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ტრაგიკულად გარდაიცვალა. იგი საჩემპიონო ბრძოლაში სიფისილე მნტუნგვას ეჩხუბებოდა, როცა შეუძლოდ გახდა, ორიენტაცია დაკარგა და მუშტებს უხილავ მეტოქეს ურტყამდა. მსაჯმა ბრძოლა მალევე შეწყვიტა და ბუტელეზი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მომხდარის გამო, მისი მეტოქე, მნტუნგვა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა და სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი შეტყობინებები მიიღო. მას „მკვლელი“ უწოდეს და მსგავსი შინაარსის წერილების გამო, იგი სიცოცხლის ნაადრევად დასრულებაზე ფიქრობს...

„უდიდესი კრიტიკა შემხვდა და როცა სიმისო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სოციალურ ქსელებში უამრავი შეურაცხმყოფელი წერილი მივიღე, ახლა კი, დატრიალებული ტრაგედიის გამო, ბევრად საშინელ შეტყობინებებს ვიღებ. სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფრის ატანა აღარ შემიძლია. ერთადერთი რაღაც დამრჩა - თავს მოვიკლავ! წარმოიდგინეთ, ჩემმა მეზობლებმაც კი შეურაცხმყოფელი პოსტები გამოაქვეყნეს და თავს უსაფრთხოდ ვეღარსად ვგრძნობ.

სიმისო მე არ მომიკლავს. ვჩხუბობდით, მაგრამ ეს არ იყო ბრძოლა, რომელიც იმ შემთხვევაში დასრულდებოდა თუ რომელიმე ჩვენგანი მოკვდებოდა. მხოლოდ გამარჯვება მინდოდა, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების შეცვლაში დამეხმარებოდა. ჩემს ოჯახში ერთადერთი ვარ, ვინც მუშაობს. ძმასთან, დეიდასთან და მის შვილებთან ერთად ვცხოვრობ. 4 წლის ვიყავი, როცა დედა გარდამეცვალა. მამაჩემი ცოცხალია, მაგრამ მასთან ცხოვრება არ მსურს. გამომდინარე აქედან, ტიტულის მოგება ფინანსურად ძალიან დამეხმარებოდა, მაგრამ ხალხმა მკვლელი მიწოდა. არადა, შეიძლებოდა, რომ მის ადგილას მე ვყოფილიყავი“...

შეგახსენებთ, რომ ბუტელეზის თავის არეში ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს, რამაც შინაგანი სისხლდენა გამოიწვია. მოკრივე ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს, მაგრამ დაზიანებების შედეგად მაინც გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მორიგი შოუ და მორიგი მაგია
„მორიგი შოუ და მორიგი მაგია" - იტალიური პრესა ხვიჩას თამაშს გამოეხმაურა