ხვიჩა საუკეთესო იყო - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შეფასებები
Aa
Aa

ხვიჩა საუკეთესო იყო - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შეფასებები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ჩრდილოეთ მაკედონია სტუმრად 3:0 დაამარცხა. ვილი სანიოლის გუნდის რიგებში თავი ბუდუ ზივზივაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ოთარ კიტეიშვილმა გამოიჩინეს. მატჩის შემდეგ, პრესტიჟულმა სააგენტომ, Whoscored-მა ფეხბურთელთა რეიტინგი შემოგვთავაზა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

„კვარამ“ Whoscored-ისგან 8.5 ქულა დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი იყო. მეორე ნიკა კვეკვესკირი გახლდათ, რომლის ასპარეზობაც 7.8 ქულად შეაფასეს. ოთარ კიტეიშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა მესამე-მეოთხე ადგილები გაიყვეს - 7.6 ქულა.

უშეცდომო ასპარეზობა დაუფასდა გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც ბუდუ ზივზივაძის მსგავსად, Whoscored-ისგან 7.4 ქულა მიიღო. გიორგი წიტაიშვილს 7.3 ქულა დაუწერეს, ხოლო დანარჩენმა ფეხბურთელებმა ასეთი შეფასებები მიიღეს:

ოთარ კაკაბაძე - 6.8

სოლომონ კვერკველია - 7.2

გურამ კაშია - 7.0

დავით ხოჭოლავა - 7.1

გიორგი აბურჯანია - 6.3

ვლადიმერ მამუჩაშვილი - 6.1

გიორგი მიქაუტაძე - 6.1

საბა ლობჟანიძე - 6.3

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს, რომელმაც გიბრალტარს ვერ მოუგო და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საფეხბურთო გაკვეთილი მივიღეთ
„საფეხბურთო გაკვეთილი მივიღეთ" - ჩრდილოეთ მაკედონიური პრესის გამოხმაურება