ჩელსი, ინტერი, რომელუ ლუკაკუ, გაბრიელ ჟესუსი
Aa
Aa

თუ ლუკაკუ წავა - ჩელსი გაბრიელ ჟესუსისთვის იბრძოლებს

რომელუ ლუკაკუ და მისი აგენტი აქტიურად ცდილობენ „ინტერში“ დაბრუნებას. ბელგიელი თავდამსხმელი „ჩელსიში“ ბედნიერი არ არის და ამას არც მალავს.

ავტორიტეტული გამოცემა GOAL იუწყება, რომ ლონდონური კლუბი მზად არის თავის თავდამსხმელს მხოლოდ იჯარის წესით შეელიოს, თუმცა ამისთვის „ინტერმა“ 25 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ ლუკაკუ გასულ წელს 113 მილიონი დაუჯდა.

იმ შემთხვევაში, თუ 29 წლის თავდამსხმელი „არისტოკრატებს“ დატოვებს, მისი შემცვლელის მოძიება გახდება საჭირო. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მარინა გრანოვსკაია მოლაპარაკებას გაბრიელ ჟესუსთან დაიწყებს, რომელსაც „მანჩესტერ სიტის“ დატოვება დიდი ხანია სურს.

სერია ა-ს დატოვება ცუდი იდეა იყო

რომელუმ „ინტერში“ ორი შესანიშნავი სეზონი გაატარა. 95 მატჩში 64 გოლი გაიტანა და 2020/2021 წლების სეზონის სერია ა-ს ჩემპიონი გახდა. მისი „ჩელსიში“ დაბრუნება მხოლოდ იმედგაცრუებას იწვევს, როგორც მისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის.

ბელგიელმა ფეხბურთელმა მასში გადახდილი 113 მილიონი ევრო ვერ გაამართლა. ჩაატარა 44 მატჩი და მხოლოდ 15 გოლი გაიტანა. სეზონის მეორე ნახევარში კი ის სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელი გახდა. მისი ურთიერთობა ტომას ტუხელთან განადგურდა..

გასული წლის დეკემბერში რომელუმ Sky Sport Italia-სთან საუბრისას „ინტერის“ ქომაგებს მისი გადაწყვეტილების გამო ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ „ნერაძურიში“ სიამოვნებით დაბრუნდებოდა. პირველი პრობლემები კი სწორედ აქ დაიწყო..

ეს მისთვის დასასრულის დასაწყისი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკაკუმ ბოდიში მოიხადა, „ჩელსის“ გულშემატკივრებმა ეს განცხადება დღემდე ვერ აპატიეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ბელგიელი „ინტერში“ დასაბრუნებლად მზად არის და ამისთვის ხელფასის 50%-საც კი შეიმცირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები