Aa
Aa

ზიდანმა მბაპეს ორი მიზეზი უთხრა, რატომაც "რეალში" უნდა გადავიდეს...

ფრანგული L'Équipe-ს ინფორმაციით, ზინედინ ზიდანსა და კილიან მბაპეს შორის სატელეფონი საუბარი შედგა.

"რეალის" თავკაცმა მბაპეს ორი მიზეზი დაუსახელა, რატომაც ის "სამეფო კლუბში" უნდა გადავიდეს.

1) ის ევროპის საუკეთესო გუნდის შემადგენლობაში ითამაშებს და შეუძლია მისი ლიდერიც გახდეს.

2) ასეთ კლუბში თამაში მბაპეს სულ რაღაც ორ სეზონში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავად აქცევს. 

მადრიდული AS წერს, რომ ფეხბურთელთან პირადად დაკავშირებას ფლორენტინო პერესიც აპირებს. 

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ "ლივერპულთან", "არსენალთან", "სიტისთან" და "პსჟ"-სთან შედარებით, მბაპეს გადაბირების ყველაზე დიდი შანსი "რეალს" აქვს.

"მონაკოს" 18 წლის თავდამსხმელი ამჟამად არდადეგებზეა და ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე ისვენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები