საინტერესო ფაქტები: 5 წუთი, ქამბექი და შეცვლაზე შემოსული სამივე ფეხბურთელის გოლი
Aa
Aa

საინტერესო ფაქტები: 5 წუთი, ქამბექი და შეცვლაზე შემოსული სამივე ფეხბურთელის გოლი

რუსთავის საფეხბურთო ცენტრმა საქართველოსა და სომხეთის 18-წლამდე ნაკრებების მატჩს უმასპინძლა.

21-ე და 45-ე წუთზე გასული გოლების შემდეგ, ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი 87-ე წუთამდე მარცხდებოდა, თუმცა იბრძოლა, 5 წუთში 3 გოლის გატანა შეძლო და მატჩი მოიგო: შეცვლაზე შემოსულმა ლუკა პარკაძემ ანგარიში 87-ე წუთზე მინიმუმამდე შეამცირა, 91-ზე პარკაძეს პასით გაბრიელ სიგუამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მესამე და გამრჯვების გოლი, ლაშა კალანდაძემ გაიტანა, რომელმაც ლუკა წულუკიძის მიერ შესრულებული გადაცემა გამოიყენა.

საინტერესოა, რომ სამივე გოლი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელის ანგარიშზეა.

ლაშა ფირცხალაიშვილი (მთავარი მწვრთნელი): ,,ვერ ვიტყვი, რომ ადგილი მეტოქის დაუფასებლობას ჰქონდა. გვქონდა მომენტები, ძირითადად, ინიციატივა ჩვენი იყო, შეცვლებმაც გაამართლა და ის ერთსულოვნება, რაც ამ გუნდს აქვს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ეს  ჩემთვის ყველაზე სასიხარულოა".

შეკრების ფარგლებში, 18-წლამდე ნაკრები სომხეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს 8 ივნისს, 12:00 საათიდან, ისევ რუსთავის აკადემიის მოედანზე გამართავს.

აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი მიმდინარე წლის ივნისიდან 19-წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ოფიციალური შეხვედრების სერიას, 2022 წლის სექტემბერში, 2023 წელს მალტაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.

მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოსთან მარცხის შემდეგ ბულგარეთის მწვრთნელმა ნაკრები დატოვა
საქართველოსთან მარცხის შემდეგ ბულგარეთის მწვრთნელმა ნაკრები დატოვა