3 გოლი 5 წუთში - საქართველოს 18-წლამდე ნაკრების ქამბექი სომხეთთან
Aa
Aa

3 გოლი 5 წუთში - საქართველოს 18-წლამდე ნაკრების ქამბექი სომხეთთან

რუსთავის საფეხბურთო ცენტრში საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სომეხ თანატოლებს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა.

სტუმრები საკმაოდ მალე დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა. მეტიც, მეორე ტაიმში სომხებმა მეორე გოლიც გაიტანეს და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ „ჩვენებურები“ დამარცხდებოდნენ, თუმცა 87-ე წუთზე ყველაფერი შეიცვალა.

ლუკა პარკაძემ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პარკაძემ საგოლე გადაცემა გაბრიელ სიგუას გაუკეთა და ანგარიში გათანაბრდა. ქართველებმა ზეწოლა კიდევ უფრო მეტად გააძლიერეს და ზუსტად 1 წუთში ლაშა კალანდაძემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი ცვლილებაზე გამოსულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მიხეილ მაქაცარია, არჩილ დათუაშვილი, საბა გოგლიჩიძე, გიორგი ტაბატაძე, ლუკა ლაცაბიძე, თემურ გოგნაძე, მუხრან ბაგრატიონი, ლუკა წულუკიძე, ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი, გიორგი ხაბულიანი, ჯადული იობაშვილი.

ცვლილებაზე გამოვიდნენ: რომან მორჩილაძე, ლუკა პარკაძე, გიორგი ბართია, ლაშა კალანდაძე, გაბრიელ სიგუა, დავით გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
18-წლამდელების შემადგენლობა - წლის მეოთხე შეკრება და მოახლოებული მატჩები
18-წლამდელების შემადგენლობა - წლის მეოთხე შეკრება და მოახლოებული მატჩები