მძიმე კადრები - მოკრივემ ორიენტაცია დაკარგა და უხილავ მეტოქეს ურტყამდა
Aa
Aa

მძიმე კადრები - მოკრივემ ორიენტაცია დაკარგა და უხილავ მეტოქეს ურტყამდა

კვირას, WBF-ის (აფრიკის კრივის ფედერაცია) მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სიმისო ბუტელეზი და სიფესილე მნტუნგვა დაუპირისპირდნენ. ჩხუბი სამხრეთ აფრიკაში გაიმართა და საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.

მეათე რაუნდში, ბუტელეზიმ მეტოქე დაანოკდაუნა და თითქოს ჩემპიონი უნდა გამხდარიყო, თუმცა სიფისილემ წამოდგომა მოახერხა, რის შემდეგაც ყველაფერი შეიცვალა. მსაჯმა ბრძოლის გაგრძელების ნიშანი მისცა, მაგრამ სიმისომ ორიენტაცია დაკარგა, მუშტებს უხილავ მოწინააღმდეგეს ურტყამდა და კინაღამ მსაჯსაც მოარტყა, მისი მეტოქე კი მის ზურგს უკან იმყოფებოდა...

რამდენიმე წამის შემდეგ, არბიტრმა ბრძოლის შეწყვეტა გადაწყვიტა და გამარჯვებულად მნტუნგვა გამოცხადდა. ამ უკანასკნელმა წარმატება კრიშტიანუ რონალდუს სტილში აღნიშნა, თუმცა მომხდარის გამო, ბრძოლის ორგანიზატორებმა ქამრის გადაცემის საზეიმო ცერემონია გააუქმეს და მოკრივე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთისთვის, ბუტელეზი სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება. მომდევნო დღეების განმავლობაში, მას გამოკვლევები ჩაუტარდება და გაირკვევა, ინციდენტი რამ განაპირობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული სირცხვილი - რას წერენ ბულგარეთში საქართველოსთან მარცხზე
ისტორიული სირცხვილი - რას წერენ ბულგარეთში საქართველოსთან მარცხზე