Aa
Aa

ბორის ბეკერი გაკოტრდა

ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელი ბორის ბეკერი ბანკროტად გამოცხადდა.

ბეკერს ბანკის ვალი ჰქონდა, რომლის გადახდაც ვერ შეძლო და სასამართლომ მას დამატებითი დრო არ მისცა.

ბეკერი აპირებდა, რომ ესპანეთში უძრავი ქონება გაეყიდა და ვალი დაეფარა. მისი ადვოკატები კი ითხოვდნენ, რომ სასამართლოს განაჩენის გამოტანა 28 დღით გადაედო, რაც არ დაკმაყოფილდა და ბეკერი გაკოტრებულად გამოაცხადეს.

გერმანელ ჩოგბურთელს დიდი სლემის 6 ტიტული აქვს მოგებული. მას კარიერული სლემის შესრულებამდე მხოლოდ "როლან გაროსის" მოგება დააკლდა.

49 წლის ბეკერი ამჟამად BBC-ს კომენტატორია და მიმდინარე წლის "უიმბლდონს" გაუკეთებს კომენტარს, რომელიც 3 ივლისს დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები