ინძაგი: თუ დროს მომცემენ „მილანს“ წამყვან პოზიციებზე დავაბრუნებ
Aa
Aa

ინძაგი: თუ დროს მომცემენ „მილანს“ წამყვან პოზიციებზე დავაბრუნებ

„ტორინოს“ დამარცხების შემდეგ, „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპო ინძაგიმ განაცხადა, რომ ის გუნდში უდიდეს პოტენციალს ხედავს და პოსტის შენარჩუნების შემთხვევაში „როსონერის“ წამყვან პოზიციებზე დაბრუნებას შეძლებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ფეხბურთელებმა ოპტიმალური ფორმა, მხოლოდ სეზონის მიწურულს აკრიფეს. გუნდი ყოველთვის მხარს მიჭერდა და ეს ახლაც ასეა, რაც ჩემთვის, როგორც დებიუტანტი მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „მილანთან“ კონტრაქტი მაკავშირებს და მსურს, რომ მის ამოწურვამდე მუშაობა გავაგრძელო. თუ ამის საშუალებას მომცემენ, დარწმუნებული ვარ, რომ „როსონერისთვის“ ძველი დიდების დაბრუნებას შევძლებ“

ფილიპო ინძაგიმ კომენტარი კარლო ანჩელოტიზეც გააკეთა. „მილანის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის შესახებ „პიპომ“ საკმაოდ გულთბილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ანჩელოტის საკმაოდ ხშირად ესაუბრება.

„რთული სათქმელია, დატოვებს თუ არა ანჩელოტი მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს. მე მას საკმაოდ ხშირად ვეკონტაქტები და ბევრ სასარგებლო რჩევასაც ვიღებ. კარლო დიდებული მწვრთნელია, რომლის ხელშიც უამრავ წარმატებას მივაღწიეთ“ - განაცხადა ფილიპო ინძაგიმ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები