რაფაელ ნადალი, კასპერ რუდი
Aa
Aa

მე-14 როლან გაროსი და 22-ე დიდი სლემი - ეს რაფაელ ნადალია

დასრულდა 2022 წლის საფრანგეთის ღია პირველობა. ფინალში ერთმანეთს რაფაელ ნადალი და კასპერ რუდი დაუპირისპირდნენ. „მატადორმა“ სამ სეტში 6:4 6:4 6:0 გაიმარჯვა. ლეგენდარულმა ესპანელმა „როლან გაროსი“ მეთოთხმეტედ მოიგო, ხოლო დიდი სლემის ტურნირი 22-ედ.

პირველივე სეტი რაფამ აქტიურად დაიწყო და უპირატესობა მალევე მოიპოვა. რუდმა ერთი უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა უმალ კვლავ წააგო თავისი ჩაწოდება. ნადალმა კი უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.

მეორე სეტში კასპერმა გაიბრძოლა. იყო მომენტი, როდესაც ის 3:1-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ ყველა თავისი ჩაწოდება წააგო და 3:6 დამარცხდა. მესამე სეტში რუდი გატყდა. რაფაელმა ყველაფერში აჯობა და მატჩიც ლოგიკურად დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ნადალმა ფინალამდე ისეთი ჩოგბურთელები გამოთიშა ასპარეზობას, როგორებიც ტომპსონი, მოუტი, ვან დე ზანდშულპი, ოჟე-ალიასიმი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ალექსანდრ ზვერევი არიან. ATP-ის განახლებული რეიტინგის მიხედვით, 22 დიდი სლემის მფლობელს 7525 ქულა ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები