ეროვნული ნაკრები, ვლადიმერ გუცაევი, ვილი სანიოლი
Aa
Aa

გუცაევი: ,,სანიოლი იმ მწვრთნელებზე მეტად გაბედულია, ვისაც ჩვენთან ბოლო წლებში უმუშავია"

ვილი სანიოლის საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონი გამარჯვებით დაიწყო, დინამო არენაზე გიბრალტარს უმასპინძლა და ანგარიშით - 4-0 დაამარცხა.

5 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათიდან, სრული ყურადღება Huvepharma Arena-სკენ მიიმართება, სადაც მასპინძელი ქვეყნისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ციკლის ეგიდით გაიმართება.

ლეგენდარულმა ვლადიმერ გუცაევმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში" საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგი სპეციალისტის შესახებ ისაუბრა:

„კარგია, რომ შემტევი ფეხბურთი ვაჩვენეთ. გიბრალტარზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ნაკრებმა საინტერესოდ ითამაშა, მომენტები იყო. ბევრჯერ ყოფილა, რომ სუსტ გუნდთან მომენტებს ვერ ქმნი და გოლები ვერ გაგაქვს.

იმ მწვრთნელებთან შედარებით, რომლებსაც საქართველოს ნაკრებში ბოლო წლებში უმუშავია, სანიოლი შედარებით გაბედულია. გაიხსენეთ, რამდენი თავდამსხმელი დააყენა გიბრალტართან. ბოლო მწვრთნელებიდან სანიოლის გუნდი ყველაზე მეტად მომწონს. შვედეთს მოვუგეთ, ესპანეთთან ღირსეულად ვითამაშეთ".

45 წლის ფრანგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 15 თებერვლიდან მუშაობს. ამ დროში მისი ფორმაციის საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 15 მატჩი ჩაატარა, მათ შორის: 6-ჯერ გაიმარჯვა, 7-ჯერ დამარცხდა, 2 შემთხვევაში კი მატჩი ფრედ დაასრულა.

მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აფციაურის დუბლი - საქართველომ ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო
აფციაურის დუბლი - საქართველომ ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო