103 წუთი და ჩაბნელებული სტადიონი - 21-წლამდელებმა რუმინეთი დაამარცხეს
Aa
Aa

103 წუთი და ჩაბნელებული სტადიონი - 21-წლამდელებმა რუმინეთი დაამარცხეს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ახალგაზრდული ნაკრები დღეს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე რუმინეთს დაუპირისპირდა და მეტოქეს 2:0 სძლია.

რამაზ სვანაძის შეგირდებმა მატჩი კარგად დაიწყეს და რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. გოლის გატანა მოისწრაფიშვილს, გულიაშვილსა და გოჩოლეიშვილს შეეძლოთ, მაგრამ მიზანს არც ერთი მათგანის დარტყმამ უწია. მეორე ტაიმში მატჩის სცენარი დიდად არ შეცვლილა. უპირატესობა კვლავინდებურად საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მხარეს იყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენებმა 2 ბურთი შეაგდეს.

მატჩში ანგარიში ცოტნე კაპანაძემ გახსნა, რომელმაც გულიაშვილის პასით ისარგებლა და საქართველოს ნაკრები ლამაზი დარტყმით დააწინაურა. 5 წუთში კაპანაძემ დუბლი გაიფორმა, კიდევ ერთი შესანიშნავი ბურთი შემოგვთავაზა და თავის გუნდს კომფორტული უპირატესობა მოუტანა, რომელიც საფინალო სირენამდე არ შეცვლილა.

სხვათა შორის, მეორე გოლიდან რამდენიმე წამის შემდეგ, გორის სტადიონზე შუქი ჩაქრა და დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში, სიბნელე სუფევდა. ამის გამო, ძირითად 90 წუთს დიდი დრო დაემატა და მატჩი 103-ე წუთზე დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთ წელში ინსინიეზე კარგი ფეხბურთელი იქნება
„ერთ წელში ინსინიეზე კარგი ფეხბურთელი იქნება" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე