ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ერთ წელში ინსინიეზე კარგი ფეხბურთელი იქნება" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე

La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა, მიმო მალფიტანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მალფიტანო Calcio Napoli 24-ს ესტუმრა და განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს წარმატების მიღწევის კარგი შანსი აქვს.

„თუ ყველაფერი, რასაც ვიდეოში ვხედავთ, რეალობაა, სერია A-ში გატარებული ერთი წლის შემდეგ, ეს ბიჭი ინსინიეზე ძლიერი ფეხბურთელი იქნება. ლორენცოს რაც შეეხება, პირადად ჩემთვის, ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ უმაღლესი დონისა და საჩემპიონო კალიბრის მოთამაშე არ არის. ჩვენ მესის ჩანაცვლებაზე კი არა, კარგი ფეხბურთელის ჩანაცვლებაზე ვსაუბრობთ. ერთ წელში გავიგებთ, ხვიჩას რა საფეხბურთო შესაძლებლობები აქვს და ნაპოლისთვის რის მიცემა შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ხვიჩას შესახებ „პარტენოპეის“ თავკაცმა, ლუჩიანო სპალეტიმ ისაუბრა და განაცხადა: „ის ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც მცირე სივრცეებში კარგად თამაშის უნარი აქვს. იგი იმ მოთამაშეების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც არჩევანის გაკეთების პროცესისას გენიალური გამოსავლის პოვნა შეუძლიათ. ასეთ ფეხბურთელთან მუშაობას ყველა მწვრთნელი ისურვებდა და მას გოლებიც გააქვს.“

ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''დიდი მადლობა ასეთი მაგარი ატმოსფეროსთვის'' - ხვიჩას, კაშიასა და მიქაუტაძის კომენტარები
''დიდი მადლობა ასეთი მაგარი ატმოსფეროსთვის'' - ხვიჩას, კაშიასა და მიქაუტაძის კომენტარები