ენტონი ჯოშუა, ალექსანდრ უსიკი
Aa
Aa

ჯოშუა v უსიკი | ბრძოლის ჩატარების ადგილი ცნობილია

ალექსანდრ უსიკსა და ენტონი ჯოშუას შორის დაგეგმილი მატჩ-რევანში სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში, Jeddah Super Dome-ზე ჩატარდება. ინფორმაციას ბრიტანული სააგენტო SkySports-ი ავრცელებს.

იმის მიუხედავად, რომ მოკრივეებს შორის ბრძოლის ჩატარების თარიღი ოფიციალურად დადასტურებული ჯერ არ არის, WBA-ს პრომოუტერებმა უკვე გამოთქვეს საუდის არაბეთში ორთაბრძოლის ჩატარების სურვილი. ცნობისთვის, Jeddah Super Dome-ს არენას 40 ათას გულშემატკივარს იტევს და აქამდე არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებისთვის უმასპინძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული WWE Elimination Chamber-ი იყო, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარდა.

რაც შეეხება უსიკსა და ჯოშუას შორის ორთაბრძოლის გამართვის თარიღს, წინასწარი ინფორმაციით ეს 23 ივლისი იქნება, თუმცა პრომოუტერები არ გამორიცხავენ, რომ შეხვედრა ოდნავ მოგვიანებით, კერძოდ, აგვისტოს შუა რიცხვებში ჩატარდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯოშუასთან მატჩ-რევანშით უკრაინას დიდ დახმარებას გავუწევთ“ - უსიკი
„ჯოშუასთან მატჩ-რევანშით უკრაინას დიდ დახმარებას გავუწევთ“ - უსიკი