კრივი, ოლიმპიური კომიტეტი, ლერი ხაბელოვი
Aa
Aa

ისტორიული შედეგი ევროპის ჩემპიონატზე - ლერი ხაბელოვმა მოკრივეებს წარმატება მიულოცა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი ლერი ხაბელოვი საქართველოს მოკრივეთა ნაკრებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული წარმატება მიულოცა.

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლით ისტორიულ შედეგს მიაღწია. ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს სახილ ალახვერდოვმა, არტიუშ გომციანმა და გიორგი ყუშიტაშვილმა. ლაშა გურული კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ლერი ხაბელოვმა კრივის ეროვნულ ფედერაციას, ნაკრების მწვრთნელებს, თავად სპორტსმენებს მიზანდასახული შრომისა და თავდადებული ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ ქართული კრივის აღმასვლა გაგრძელდება და ასევე წარმატებები გვექნება სხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე, მათ შორის - ოლიმპიურ თამაშებზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე ოქრო ერევანში - არტიომ გომციანი ევროპის ჩემპიონია!
მეორე ოქრო ერევანში - არტიომ გომციანი ევროპის ჩემპიონია!