ოფიციალურად - პერიშიჩი ტოტენჰემის ფეხბურთელია
Aa
Aa

ოფიციალურად - პერიშიჩი ტოტენჰემის ფეხბურთელია

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ივან პერიშიჩი „ინტერს“ დატოვებდა. ხორვატ შემტევს „ტოტენჰემს“ უკავშირებდნენ. ივანის ტრანსფერი პირადად ანტონიო კონტეს სურს.

გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

რომანოს თქმით, „ტოტენჰემსა“ და პერიშიჩს შორის შეთანხმება გუშინ ღამით შედგა. ოფიციალური განცხადება სულ მალე გავრცელდება. ივანმა „დეზებთან“ 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში, ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერი გააოფიციალურა.

ცნობისთვის, ივან პერიშიჩისთვის სხვა ევროპული კლუბებიც ინტერესდებოდნენ. საუბარი „ვულვზზე“, „ასტონ ვილაზე“, „მარსელზე“ და „სევილიაზე“ გახლავთ, თუმცა ხორვატმა ნახევარმცველმა ანტონიო კონტესთან მუშაობა არჩია.

პერიშიჩი „ინტერში“

33 წლის შემტევი „ნერაძურის“ 2015 წელს შეუერთდა, თუმცა 2019/2020 წლებში „ბაიერნში“ იყო განათხოვრებული ჯამში პერიშიჩმა „ინტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 254-ჯერ მოირგო, 55 გოლი გაიტანა და 49 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MARCA: მოდრიჩმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
MARCA: მოდრიჩმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა