ლემარი და ევროპული გრანდები
Aa
Aa

ლემარი და ევროპული გრანდები

საფრანგეთის ჩემპიონ „მონაკოს“ შემტევი ნახევარმცველი ტომას ლემარი ზაფხულში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება.

ფრანგული პრესის ცნობით, მისი შეძენა „არსენალს“, „ლივერპულს“, „ტოტენჰემსა“ და „იუვენტუსს“ სურთ. სავარაუდოა, რომ სატრანსფერო ფანჯრისას კლუბთა ჩამონათვალი კიდევ უფრო გაიზრდება.

21 წლის ლემარი გასული წლის „მონაკოსთვის“ შეუცვლელი ფეხბურთელი იყო, თუმცა „მონეგასკთა“ რუსმა პრეზიდენტმა დმიტრი რიბოლოვლევმა არაერთხელ გამოაცხადა, რომ შესაბამისი შეთავაზების პირობებში ნებისმიერი ლიდერის გაყიდვას განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები