რიბერი: ტრავმები რომ არა, „ბაიერნი“ გაცილებით მეტ ტიტულს მოიგებდა
Aa
Aa

რიბერი: ტრავმები რომ არა, „ბაიერნი“ გაცილებით მეტ ტიტულს მოიგებდა

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევი, ფრენკ რიბერი მიიჩნევს, რომ წელს „რეკორდმაისტერს“ სამივე ტურნირის მოგება შეეძლო, თუმცა ამის გაკეთებაში, კლუბს ხელი ტრავმებმა შეუშალა.

„ბუნდესლიგის“ გარდა, ჩვენ „ჩემპიონთა ლიგისა“ და გერმანიის თასის მოგებაც შეგვეძლო. სამწუხაროა მაგრამ, ამის გაკეთებაში „ბაიერნს“ ხელი ტრავმებმა შეუშალა. პირადად მე, თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ და შევეცდები, რომ მომავალ სეზონს საუკეთესო ფორმაში შევხვდე“ - განაცხადა ფრენკ რიბერიმ

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ხოსეპ გუარდიოლას გუნდმა „ბუნდესლიგის“ მოგება მოახერხა. „ჩემპიონთა ლიგის“ და გერმანიის თასის გათამაშებას კი, ნახევარფინალური ეტაპებიდან დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები