Aa
Aa

"ზენიტმა" მანოლასისთვის 30 მილიონი გაამზადა

„რომას“ ბერძენ მცველ კოსტას მანოლასს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. მისით რუსული „ზენიტი“ დაინტერესდა და ტრანსფერისთვის 30 მილიონი ევრო გაამზადა.

Sky Sport Italia-ს ცნობით, რუსები „ჯალოროსის“ ხელმძღვანელებს უკვე შეხვდნენ და ტრანსფერის საწყისი დეტალებიც განიხილეს.

მანოლასს იტალიელებთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი თავის რიგებში ხილვა „ჩელსის“, „არსენალსა“ და „ინტერს“ სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები