ლივერპული, რეალი, ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

"მბაპე? ის უკვე დავიწყებულია" - პერესი ფინალის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალმა“ „ლივერპული“ ვინისიუს ჟუნიორის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა და ისტორიაში მე-14 ტიტულს დაეუფლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა ბედნიერი იყო, თუმცა სიხარულს განსაკუთრებით ფლორენტინო პერესი ვერ მალავდა, რომელმაც კომენტარი გააკეთა.

პერესი:

„ძალიან ბედნიერი ვარ. ამ შედეგის მისაღწევად მთელი სეზონის განმავლობაში დაუღალავად ვშრომობდით. ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთზე უკეთესი გუნდები დავამარცხეთ. ჩვენ ამ თამაშებით ვიცხოვრებთ, რადგან არასდროს დაგვავიწყდება. კურტუა? ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და „რეალში“ სწორედ ამიტომ მოვიყვანეთ. ტიბო სულით ხორცამდე მადრიდისტაა.

„რეალი“ ცხოვრების შეცნობის გზაა. ანჩელოტი? რა შემიძლია გითხრათ? მან 4 ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ოქროს ბურთი ბენზემას თუ კურტუას? კურტუა დღევანდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია. ჩვენ არაერთი კარგი მოთამაშე გვყავს.. კარიმი, ვინისიუსი, როდრიგო და ა.შ. რას ვეტყოდი გულშემატკივრებს? „რეალი“ ყოველთვის ეცდება გუნდში საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავდეს.

მბაპე? ის უკვე დავიწყებულია. მადრიდში ჩვენ არანაირ დივიდენდს არ ვანაწილებთ, ვანაწილებთ ფასეულობების გაგების გზას და გულშემატკივრებთან ურთიერთობას.“

შეგახსენებთ, რომ ფლორენტინო პერესის მმართველობის დროს მადრიდის „რეალმა“ 6 ჩემპიონთა ლიგა მოიგო. პირველად ეს 2002 წელს მოხდა, როდესაც ესპანელი ბიზნესმენი მადრიდში პირველად დაინიშნა, ხოლო მეორედ არჩევის შემდეგ „ბლანკოსმა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი 2014, 2016, 2017, 2018 და 2022 წელს მოიგო.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ჩემი გუნდით ამაყი ვარ'' - ბენზემამ ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო
''ჩემი გუნდით ამაყი ვარ'' - ბენზემამ ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო