''სენსაციური გამარჯვება'' - ოქროს მედლები მსოფლიო თასზე
Aa
Aa

''სენსაციური გამარჯვება'' - ოქროს მედლები მსოფლიო თასზე

ტანვარჯიშში, იტალიის ქალაქი რიმინი ბატუტზე ხტომებში მსოფლიო თასს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრების წევრმა ანანო აფაქიძემ საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ფინალში გავიდა, სადაც მე-3 ადგილი დაიკავა.

სინქრონულ ვარჯიშში ანანო აფაქიძემ და თეონა ჯანჯღავამ ოქროს მედლები მოიპოვეს. როგორც საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია იუწყება, ეს ქართველი სპორტსმენისთვის დიდი წარმატებაა:

''სენსაციური გამარჯვება იტალიაში! ჩვენმა ბატუტზე მხტომელებმა, სინქრონულ ვარჯიშში ოქროს მედლები მოიპოვეს! ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა არიან ოქროს გოგონები! ვულოცავთ გოგონებს და სრულიად საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას!!!''.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები