რომა, კონფერენს ლიგა
Aa
Aa

როგორ აღნიშნეს რომას ფანებმა საყვარელი გუნდის ჩემპიონობა

„რომას“ გულშემატკივრები საყვარელი გუნდის ჩემპიონობას მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდნენ. ათასობით ქომაგი რომის ქუჩებში კონფერენს ლიგის ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ შეიკრიბნენ და გამარჯვებას „სტადიო ოლიმპიკოზე“ ზეიმობდნენ.

დაახლოებით 04:30 საათისთვის მათ ფიუმიჩინოს აეროპორტში გადაინაცვლეს და ალბანეთიდან დაბრუნებულ საყვარელ კლუბს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

შეგახსენებთ, რომ „რომა“ უეფას კონფერენს ლიგის პირველი ჩემპიონი გახდა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კი კარიერის განმავლობაში მე-5 ევროპული თასი მოიგო. ამასთან, პორტუგალიელი სპეციალისტი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა აქვს მოგებული.

საგულისხმოა, რომ „რომა“ ერთადერთი იტალიური კლუბია, რომელმაც 2010 წლის შემდეგ ევროტურნირი მოიგო. ბოლოს ეს „ინტერმა“ შეძლო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა და მაშინაც, კლუბს ჟოზე მოურინიო წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არეულობა ტირანაში - რომას და ფეინოორდის ფანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
არეულობა ტირანაში - რომას და ფეინოორდის ფანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ